ცნობილი სალაძეებიეთერი სალაძე
ეთერ სალაძე ამერიკაში, კერძოდ კი ბრუკლინში მოღვაწე იურისტია.
სალომე სალაძე
სალომე სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა ელჩი ავსტრიაში.
დაიბადა 1991 წლის 21 თებერვალს, ქალაქ ტყიბულში.
2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით.
2013 წლიდან არის გერმანიის ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრი და ამავე დროს მიუნხენის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ბიბლიოთეკის დამფუძნებელი.
2014 წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს ახალგაზრდა ელჩად ავსტრიის რესპუბლიკაში.
ამჟამად სწავლობს პარის-ლოდრონის სახელობის ზალცბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების და დიპლომატიის მაგისტრატურაში
ალექსანდრე (ალიკო) სალაძე
რუსეთში (სამარა) მოღვაწე ქირურგი/ტრანსფუზიოლოგი
მიხეილ სალაძე

მიხეილ სალაძე დაიბადა 05.12.1953 წელს არგვეთაში (იმერეთი, ზესტაფონის რაიონი).
სპორტული მიღწევები:ბერძნულ-რომაული ჭიდაობა (100 კგ).
მსოფლიოს ჩემპიონი (1981),
მსოფლიოს თასის მფლობელი (1981),
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი (1973, 77, 82),
სსრკ ოთხგზის ჩემპიონი (1976, 79, 81-82) და სამგზის მეორე პრიზიორი (1973, 77, 80),
სსრკ თასის ორგზის მფლობელი (1973, 76),
სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979) და VIII სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1983),
იტალიის დიდი პრიზის (1973) და “ადრიატიკის თასის” ორგზის (1976, 77) მფლობელი,
1981 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოჭიდავე.
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების ორდენის ორგზის და ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი
ედისონ სალაძე
პოეტ
ედისონ (ერემია) სალაძის კრებული
წიგნის ნახვა [PDF ფორმატი, ზომით 324 kb]
გიორგი (ლამაზო) სალაძე
გიორგი სალაძე კინოსტუდიაში ძველი თაობის ერთ-ერთი ღვაწლმოსილი თანამშრომელია. ის მხატვარ-დეკორატორი და ფილმის დირექტორი გახლავთ. * საქართველოს ორგზის და ქალაქის სამგზის ჩემპიონი იყო კრივში.
* გიორგი სალაძე 1961 წლიდან დღემდე კინოსტუდიაშია და 50-ზე მეტ ფილმზე იმუშავა.
* "ჯარისკაცის მამაში" ტანკებზე, ხიდზე წარწერები და ყველა დეკორაცია მისი გაკეთებულია
ნელი სალაძე 

სალაძე ნელი დაიბადა 12.12.1939 წელს თბილისში.
მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი.
სსრკ ორგზის ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში (1961, 62),
სსრკ უნივერსიადაში გამარჯვებული (1964).
მწვრთნელად მუშაობა დაიწყო 1971 წლიდან, იყო საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი (1976-93).
საქართველოს ნაკრები გუნდის წევრებმა უდიდეს წარმატებებს სწორედ ნელი სალაძის ხელმძღვანელობის პერიოდში მიაღწიეს. მისი აღზრდილები არიან: ირინე გაბაშვილი, ლალი დოლიძე, ირინა ჟემჩუჟინა, მაია ნადიბაიძე, ირმა ყიფშიძე, ელისო ბედოშვილი.
შედიოდა სსრკ ნაკრების მწვრთნელთა შტაბში (1977-82), მისი უშუალო ხელმძღვანელობით საბჭოთა ნაკრები მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი გახდა (1979),
ავარჯიშებდა ბელგიისა (1999-01) და იაპონიის (1992, 96, 00, 02) კლუბების სპორტსმენებს.
დასახელებულია წლის საუკეთესო მწვრთნელად (1979), შეყვანილია საქართველოს საუკეთესო მწვრთნელთა ათეულში, სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. ღირსების ორდენის კავალერი.
ვლადიმერ ერემიას ძე სალაძე

დაიბადა 1906 წელს ზესტაფონში. 1930 წელს მუშაობა დაიწყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მშენებლობაზე, 1932 წელს აგზავნიან თბილისში მდნობელის პროფესიის შესასწავლად.1933 წელს დაბრუნდა ზესტაფონში. როგორც მოწინავე მუშას, ვლადიმერ სალაძეს ირჩევენ ქარხნის პროფკომიტეტის თავმჯდომარედ, პარგორგანიზაციის მდივნად. 1937 წელს გადაიყვანეს თბილისის ავტოსარემონტო ქარხნის დირექტორად, ხოლო 1938 წელს ირჩევენ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
1940 წლის დეკემბერში ნიშნავენ თბილისში მშენებარე #448 ავიაძრავათმშენებელი ქარხნის დირექტორად. 1942-1948 წლების განმავლობაში იგი იყო თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის დირექტორი, მინიჭებული აქვს ინჟინერ პოლკოვნიკის სამხედრო წოდება, დაჯილდოებულია მრავალი ორდენით და მედლით.
ვლადიმერ სალაძის მაღალი ორგანიზაციული ნიჭი განსაკუთრებით გამოვლინდა სამამულო ომის წლებში, როდესაც მისი უნარიანი ხელმძღვანელობით ქარხანა პირნათლად ასრულებდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის პასუხსაგებ დავალებებს, უწყვეტ ნაკადად აწვდიდა ფრონტს ლაგგ-3 და იაკ-3 გამანადგურებელ თვითმფრინავებს.
1946 წელს ვლადიმერ სალაძის ხელმძღვანელობით ქარხანამ, საბჭოთა კავშირში პირველმა, დაიწყო რეაქტიული თვითმფრინავების იაკ-15 გამანადგურებლების სერიული გამოშვება.
1948 წელს მას საქართველოს მთავარი საგზაო სამმართველოს უფროსად ნიშნავენ.
დაჯილდოებულია ლენინის, სამამულო ომის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მრავალი მედლებით.
გარდაიცვალა 1985.
დიმიტრი სალაძის მუსიკალური ჯგუფი
The Montreal trumpeter with Georgian roofs has done his share of globe-trotting, especially for two years in the company of renownned German guitarist Heiner Franz. A Festival veteran, he's played alongside Dianah Vero and Miguel Fenton in world-beat environments, and recently spent time studying with the legendary Bob Brookmeyer and the Vanguard Orchestra.Nominated for the du Maurier Jazz Award and the Socan Bursary
მოძიებული (დაუზუსტებელი) ინფორმაცია ინტერნეტიდან...ი.ე. სალაძე (სხვა ავტორებთან ერთად 1983 წ.)
მოძრაობაში მყოფი ავტომობილების საანგარიშო მოწყობილობის გამოგონების თანაავტორი(გამოგონება განეკუთვნება ტრანსპორტის დინების პარამეტრების კონტროლის მოწყობილობას საავტომობილო გზებზე (ინტენსივობა, ფოტოსენსორი, ელექტრომაგნიტური მთვლელების იმპულსი, ავტომობილების სიგრძის რეგისტრაციის ბლოკი)).
უმაღლესი საბჭოს დეპუტატთა სია
ვლადიმერ ერემიას-ძე სალაძე [არჩეულ იქნა 12.12.1937 წელს]
წყარო
შოთა ვახტანგის–ძე სალაძე
საცხოვრებელი: თბილისი
დაბ. თარიღი: 1942 წელი
ბიოგრაფია: საბჭოთა კავშირის მხატვართა კავშირის წევრი (ლითონის ფურცლებზე